მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ოპოზიციას არ ვუპასუხებ'' - ,, კითხვების დასმის ღირსად არ გთვლით''. ...

,,ოპოზიციას არ ვუპასუხებ” – ,, კითხვების დასმის ღირსად არ გთვლით”. პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ

Published on

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე დაიწყო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა „მინისტრის საათის” ფორმატში. სხდომაზე მინისტრი მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით წარსდება , რის შემდეგაც დებატები იმართება.

ეს ღარიბაშვილის პირველი მოსმენაა თავდაცვის მინისტრის რანგში .

რაც შეეხება ოპოზიციის დასწრების საკითხს, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილთან  კითხვების დასმას არ აპირებს, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმშია და ასე გააგრძელებს,  ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება, ამასთან შეკითხვის დასმის ღირსად არ თვლის მინისტრს, რომელიც თავხედურად აცხადებს, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს

დღევანდელ [ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის] მოსმენას არ დავესწრებით, [თავდაცვის] სისტემაში არის კორუფცია ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაში. მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას არ უპასუხებს, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ არც ჩვენ ვთვლით მას შეკითხვების ღირსად, ერთადერთი, ჩვენ დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს “ბატონ ბიძინას”. ჩემი აზრით, ახსენებს 7-ჯერ და ახლა დავითვლით, თუ ვისი პროგნოზი გამართლდება.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. „რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ” – ამბობს სერგი კაპანაძე

ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თავდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრებიან, ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი:

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ესწრება. მე მიმაჩნია რომ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ტიპის გამოწვევები და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით და ოპოზიცია არ ესწრება სრულად, ეს არის არასწორი. როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ეროვნული ინტერესია, აქ უნდა მოახერხონ, პოლიტიკური გამბედაობა უნდა შესწევდეთ ვიწროპოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადადონ,”- განაცხადა სესიაშვილმა.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...