არსებული ინფორმაციით, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა და დახურულ კარს მიღმა არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. აქამდე არ ხმაურდება, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი და რაზე ისაუბრეს მათ. . მხარეები მედიასთან არ კონტაქტობენ.ინფორმაცია შეხვედრის შესახებ არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.
,,რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება,- განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ – საინტერესოა მეუფის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს მას გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად შესაძლო დასახელების შესახებ, მაშინ როცა მას “რუსეთის კაცად ” მოიხსენიებდა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტში მსგავს შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.
“რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება და მოახსენებს იმას, რაც მან ერთხელ უკვე თქვა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა ფაქტობრივად საეკლესიო გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პირები, მათ შორის, გიორგი გახარია და რამდენიმე მინისტრი. ეს საკითხი არ არის დახურული. ეს არის დანაშაული და ეს ადრე თუ გვიან, იქნება გამოძიებული. ბუნებრივია, ჩვენგან პირველი კითხვა იქნებოდა ეს. შეხვედრა პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანო და ყოველთვის ექნება ასეთ შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტები,”- განაცხადა რომან გოცირიძემ