მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: ,,ივანიშვილს მხოლოდ ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობა აძლევს შანსს იყოს დასავლეთის...

სალომე სამადაშვილი: ,,ივანიშვილს მხოლოდ ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობა აძლევს შანსს იყოს დასავლეთის დაცვის ქვეშ და არ იქცეს მის მიერ სანქცირებულ პერსონად.”

Published on

აპარალამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის რომ ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებია ნახსენები, 3-რამეს ნიშნავს.

“როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გლობალური უსაფრთხოების დოკუმენტში ივანიშვილი და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაა ნახსენები, ეს ადასტურებს, რომ:

. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დარწმუნებით თვლიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება, იმის ნაცვლად რომ საქართველოს და დასავლეთის ინტერებისისთვის მუშაობენ, იქცევიან პირიქით და რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობენ.

პუტინის და მისი მოკავშირე ოლიგარქების წინააღმდეგ პრინციპული და ეფექტიანი პოლიტიკა განხორციელდება, რადგან ისინი პირდაპირ უპირსპირდებიან ამერიკის სტრატრგიულ ინტერესებს.

. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში უნდა იყოს 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ასევე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობა. მართალია, ამ შემთხვევაში ის პუტინს განარისხებს, მაგრამ აქვს შანსი, იყოს დასავლეთის დაცვის ქვეშ და არ გახდეს მის მიერ სანქცირებულ პრესონად.” – ამბობს სამადაშვილი.

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...