მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,რუსული ჯარი უნდა გავიდეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მას არა...

,,რუსული ჯარი უნდა გავიდეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მას არა აქვს უფლება თავისუფლად შევიდეს და დაიპყროს ეს ტერიტორიები” – აშშ-ის ელჩი ეუთო-ში

Published on

რუსულმა ჯარმა საქართველო უნდა დატოვოს, გვსურს სტაბილური ევროპის, სტაბილური კავკასიისა და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართველი ხალხის ხილვა – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა განაცხადა.

გილმორნის თქმით ის საქართველოს ისტორიას კარგად იცნობს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა და ოკუპაცია არ მოახდინა.

„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეუძლია, საქართველოს შემადგენლობაში მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება და აშშ ამას უპირობოდ უჭერს მხარს. რუსეთს არ შეუძლია თავისუფლად შევიდეს და დაიპყროს ეს ტერიტორიები, დასვას თავის მარიონეტული რეჟიმები და ამით მთელი ევროპის დესტაბლიზაცია განახორციელოს. ეს ის არ არის, რისი ხილვაც ჩვენ გვსურს. ჩვენ გვსურს სტაბილური ევროპის, სტაბილური კავკასიისა და დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართველი ხალხის ხილვა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა საქართველოში. ყველაფერი ძალიან მარტივია: რუსული ჯარი უნდა გავიდეს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი განსაზღვროს “, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...