“TV პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანები, ჟურნალისტები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია არხს ტოვებენ.და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადადიან. ვრცელდება ინფორმაცია,რომ წამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ პოლიტმეტრის ჟურნალისტები და პროდიუსერები. ისინი განცხადებას სავარაუდოდ მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს გააკეთებენ, დიდი ალბათობით ეს მოხდება პარასკევს, “პოლიტმეტრის” დასრულების შემდეგ იმავე გადაცემაში.
ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახო სანაიას გადაცემა კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიჰყავდათ.
“TV პირველის” დატოვების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ არხზე “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე დაინიშნა მთავარ პროდიუსერად. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ “ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის” გამო ჩამოშორდა. . ამას წინ უძღოდა ნინო ჟიჟილაშვილის მიერ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გადადგომა. სწორედ ჟიჟილაშვილის მიერ საპასუხისმგებლო თანამდებობის დატოვებას დაემთხვა მელაძის მისვლა
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ტვ პირველს“ დიანა ტრაპაიძეც ტოვებდა, რაც მან კატეგორიულად უარყო . არსებული ინფორმაციით,