მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვლადიმირ პუტინს'' ეხმარება''. ამერიკელი კონგრესმენი 12 კოლეგასთან...

,,ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვლადიმირ პუტინს” ეხმარება”. ამერიკელი კონგრესმენი 12 კოლეგასთან ერთად მის მიმართ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოითხოვს

Published on

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი მარკუეინ მალინი ეხმაურება კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს   სახელწოდებით “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”. 

ანგარიშში 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია, რომელმაც თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული.

“უნდა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები, მათ შორის, საქართველოში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის მიმართ აქამდე არსებულ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოიცავს”, – წერს მალინი Twitter-ზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...