მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მასშტაბის ლიდერია და როგორც ნებისმიერ მოქალაქეს უფლება...

მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მასშტაბის ლიდერია და როგორც ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

Published on

დიახ, მიხეილ სააკაშვილის აზრი არის ანგარიშგასაწევი და არამხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, არამედ ასობოთ ათასი ადამიანისთვის და ალბათ, მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში, მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხდა. სამადაშვილის თქმით,  მიხეილ სააკაშვილი არის რეგიონალური მასშტაბის ლიდერი ჩვენს რეგიონში.

“ამიტომ, მისი აზრი არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ პოლიტიკოსებისათვის და ადამიანებისთვის საქართველოში, არამედ არაერთ სხვა ქვეყანაში, რეგიონში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დიახ, მისი აზრი არის ანგარიშგასაწევი და არამოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, არამედ უამრავი ასობოთ ათასი ადამიანისთვის და ალბათ მილიონობით ადამიანისთვის მთელ რეგიონში მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მე შემიძლია დღეს, შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და ძალიან დიდი განსხვავებაა აზრის გამოთქმასა და უშუალოდ, საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის”,- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, სააკაშვილის განცხადება დარჩება თუ არა მხოლოდ აზრის გამოთქმის დონეზე და არ ჩაერევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, სამადაშვილი პასუხობს, რომ კანონი ადგენს ყველა შესაბამის ჩარჩოს. “თუმცა,ძალიან სამწუხარო ალბათ, ის არის, რომ კანონს ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, არღვევს ის, ვისაც ევალება. ეს არის ივანიშვილოს ხელისუფლება და სახელმწიფო”,- განაცხადა სამადაშვილმა.

“არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...