,,ძროხა” ოპოზიციის მიერ ნაყიდი ლობისტების „დაბალი რანგის დოკუმენტი“ კობახიძე აშშ სახდეპის ანგარიშზე

0
373

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს „დაბალი რანგის დოკუმენტს“, ხოლო მის ხელმომწერ 13 კონგრესმენს კი უწოდებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მეთოდია, რომ კონკრეტულ ლობისტებს ფული გადაუხადოს. მისივე შეფასებით, ეს დოკუმენტი ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებში.

„ასეთი ფრაზები თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს. თქვენ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ფული აქვს აღებული IRI-ის ბორდის ვიცე-პრეზიდენტს და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. დაახლოებით 2 კვირის წინ მან განაცხადა, რომ ქართულ – ამერიკული ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც დღეს არის. ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს, დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებში.

ჩვენ არ ვიყენებთ მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენი მუშაობის შედეგები ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და ოფიციალური განცხადებებში, რომელსაც ავრცელებენ დასავლური ინსტიტუტები. თითოეული ეს განცხადება კი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მასშტაბის ლიდერია და როგორც ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყებაში კომპეტენცია არ ყოფნით ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი და შემიძლია ნებისმიერ თემაზე გამოვხატო აზრი -მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური