,, ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ა საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ” – აშშს -ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას

0
371

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გუშინ 9 ივნისს,დღის მეორე ნახევარში პროკურატურაში მივიდა. არჩევნებთან ერთად, მსჯელობის მთავარ თემას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი და ექსტრადირების საკითხებზე თანამშრომლობა წარმოადგენდა.

კელი დეგნანმა ირაკლი შოთაძესთან პირველი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2020 წლის არჩევნების იყო. მისივე თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრებზე პასუხისმგებლობა სწორედ გენერალურ პროკურორს ეკისრება.

,,ჩვენ ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის როლზე მოახლოებულ არჩევნებში , მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისა და ამომრჩევლის დაშინებაზე საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ” – განაცხადა კელი დეგნანმა, ,ახლა ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება არ გამოვა, ამაზე კი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პროკურატურამ. “ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ”

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ელჩის მთავარი სათქმელი იყო, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ საერთოდ არ არსებობს და 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ამომრჩევლების დაშინება „ოცნებამ“ აღარ უნდა გაბედოს. ელჩის ამ განაცხადის სახით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკისგან უმკაცრესი გზავნილი მიიღო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამ შეხევდრით ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ საქართველოს პირდაპირ მიუთითა, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭირვალედ უნდა ჩატარდეს.

„ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებისადმი ნდობა ნოლია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი მთავარ პროკურორთან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – მათ პირდაპირ დაეკისრათ ვალდებულება, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები დასავლური სტანდარტებით, პატიონსად და გამჭირვალედ ჩატარდეს, რადგან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს”- განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან გენერალურ პროკურორს რვა მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად შეახსენებდნენ.

უმრავლესობამ კი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორს ელჩის გზავნილები სულ სხვაგვარად გაიგო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველთვის იმართება და წინასაარჩევნოდ ეს აუდიენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის არ არის.

წინა სტატიაგამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას
შემდეგი სტატიაგახარიას პიარი ჩაუვარდა: ისრაელი არ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური