გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას

0
364

.კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი” (CRRC) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის შედეგების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი რადიო თავისუფლებასთა უნტერვიუში საუბრობს. მისი თქმით გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას (2013 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების მხოლოდ 12%”)

„ყველაზე საინტერესო არის ორი მონაცემი, რომელიც ერთმანეთთან კონტრასტში მოდის: ერთი – რესპონდენტებს ვეკითხებით ბოლო 12 თვის განმავლობაში ვინმეს მოუთხოვია თუ არა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის ქრთამი სახელმწიფო მომსახურების მიღებისას და მხოლოდ ერთმა პროცენტმა თქვა, რომ ასეთი შემთხვევა ჰქონია. წინა წლებშიც ასე იყო და 1% ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებლი რომ არ უარესდება ძალიან კარგია, თუმცა ამის მეორე მხარეს გვაქვს საგანგაშო მონაცემი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ბოროტად იყენებენ თანამდებობას. აქ საინტერესოა, რომ 2013 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულების მხოლოდ 12%. ხუთმაგი ზრდა გვაქვს.

ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის აზრით, ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული გაუარესება“

„იმ ადამიანებმა, ვინც თქვეს, რომ მათი აზრით, თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, ვთხოვეთ დაესახელებინათ, რაში იყენებენ ბოროტად თანამდებობას და ყველაზე მეტი პასუხები მიიღო ისეთმა საქმიანობამ, როგორიცაა ნეპოტიზმი ან ოჯახის წევრების დასაქმება. ასეთი იყო 92%-ის პასუხები. ასევე ახლობლების ან საკუთარი ბიზნესის მფარველობაში გამოიყენება ბოროტად თანამდებობა. ასე უპასუხა 90%-მა. ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა – 86%-მა გვიპასუხა ასე და სხვადასხვა საქმის „მოგვარებისთვის“ ქრთამის აღება – ასეთი იყო 60%-ის პასუხი. ეს ოთხივე პუნქტი არის რეალურად კორუფციის გამოვლინება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წლებია ითხოვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნას:

„უნდა არსებობდეს პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც თვალს ადევნებს კორუფციის სხვადასხვა გამოვლინებას, რომ ვიცოდეთ რა ხდება ამ მხრივ ქვეყანაში და მას უნდა ჰქონდეს ამ პრობლემასთან გამკლავების უფლებამოსილება“.

დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უფლებამოსილება რამდენიმე უწყებას აქვს, მათ შორისაა: სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისიტრო:

„აქ არის პასუხისმგებლობის გადანაწილება, მაგრამ არავინ არის პასუხისმგებელი, რომ მთლიანობაში შეხედოს ამ ყველაფერს, მოკვლევა-პრევენციაზე იზრუნოს და აღმოაჩინოს ახალი ტიპის სქემები. ამიტომ საჭიროა მიდგომის შეცვლა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილის (47%) აზრით, კორუფციული დანაშაულები არ იხსნება, რაც სამართალდამცავი უწყებების მიმართ დაბალ ნდობაზე მიუთითებს. სანდრო ქევხიშვილი გამოკვლევის ამ ნაწილზე საუბრისას იშველიებს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშსაც:

„საინტერესო აქ ის არის, რომ ამ აღქმას ამყარებს ფაქტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანტიკორუფციული გარემოს შეფასება.2015-2017 წლებში რეგისტრირებული კორუფციული დანაშაულის მხოლოდ 12% იქნა გამოძიებული. უმრავლესობა პროკურატურაში რეგისტრირდება, სადაც მხოლოდ 3% -ია გამოძიებული. მთლად უსაფუძვლო არ არის მოსახლეობის აღქმა“.

სანდრო ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ სულ მცირე, აუდიტის ამ ანგარიშის მიმართ ინტერესი უნდა გამოეხატა საკანონმდებლო ორგანოს და მოეთხოვა კორუფციული საქმეების გახსნის დაბალი მაჩვენებლის განმარტება, მაგრამ  ასეთი ტიპის კონტროლს ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ“. რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, კორუფციის მინიმიზაცია შესაძლებელია – არსებობს ცოდნაც, კონცეფციაც და წარმატებული პრაქტიკაც – ამბობს იგი

„ბოლო წლებია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მთავრობები მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოში სერიოზულად არის სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები, რაც ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, არ არიან ოფიციალურ თანამდებობებზე და იყენებენ ამ ძალაუფლებას პირადი გამორჩენისთვის.

ამ შეფასებას იზიარებს ძალიან ბევრი დამოუკიდებელი და კომპეტენტური ორგანიზაცია.

უკმაყოფილება მაღალი დონის კორუფციის მიმართ მზარდია და ვერ ვხედავთ ბოლო წლებში ვერანაირ ნაბიჯს, რომ ამ პრობლემებს აღიარებენ.

სამოქალაქო საზოგადოებას მზად აქვს რა უნდა გაკეთდეს, კონცეფციები, რეკომენდაციები. როცა მოვა დრო და იქნება პოლიტიკური ნება, ძალიან მარტივად შეიძლება თუნდაც მტკივნეული რეფორმის გატარება.

არის კორუფციის შემთხვევები, იყო და ყოველთვის იქნება. მთავარია, როგორი რეაგირებაა კორუფციულ დანაშაულზე, აძლევენ პასუხისხგებაში შესაბამის პირს?

უკეთესად აწყობილ სისტემებში, ასეთი რეაგირება არის და იქ, სადაც არ არის დემოკრატია, ნაკლებად არის ასეთი მექანიზმები.

მიზნად არ უნდა დავისახოთ, რომ კორუფცია აღარ არსებობდეს. უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც კორუფციას მინიმუმამდე დაიყვანს“.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: “რელიგია, შესაძლოა, თამაშობდეს როლს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, ამას არავის მოვახვევ თავს. ეს ადამიანის არჩევანია”.
შემდეგი სტატია,, ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ა საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ” – აშშს -ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური