გახარიას პიარი ჩაუვარდა: ისრაელი არ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს

0
371

ისრაელი აღარ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს. მიზეზი ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა.

9 ივნისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზე საერთაშორისო ტურიზმის განახლების საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაისში განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო მწვანე დერეფნის შესაქმნელად, „პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი“ და საქართველო ამ ქვეყნიდან ტურისტებს მიიღებს.

წინა სტატია,, ოცნებას” ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ა საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ” – აშშს -ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიადღეს სასამართლოში სხვებთან ერთად დაიკითხება იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური