მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი - გამოქვეყნებულია შეფასების...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი – გამოქვეყნებულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ

Published on

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6 და 11 ივლისს ჩატარდება. ისტორიაში პირველი და მეორე სესია 12 და 13 ივლისს ჩატარდება.

მათემატიკის გამოცდა 14 და 15 ივლისს იქნება; ბიოლოგია და რუსული ენის გამოცდა 16 ივლისს.

17 ივლისს ორ სესიად ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა, ხოლო მეორე სესიისას ამავე დღეს იქნება ფრანგული ენის გამოცდაც.

18 ივლისს აბიტურიენტებს ასევე მოუწევთ რუსული ენის გამოცდის ჩაბარება. ამავე დღეს იქნება პირველი-მეორე სესია ინგლისურ ენაში.

19 ივლისს იქნება გერმანული ენის გამოცდა ერთ სესიად, ასევე ინგლისური ენის გამოცდის ორი სესია.

20 ივლისს ჩატარდება ზოგადი უნარების ორი სესია, ხოლო 21 ივლისს ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდა.

22 ივლისს იქნება ფიზიკის გამოცდა, ასევე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა.

23 ივლისს – გეოგრაფიის, 24 ივლისს – ქიმიის, ხოლო 25 ივლისს სამოქალაქო განათლების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდები.

რაც შეეხება 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგს, პირველი სესია – წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა ჩატარდება 1-ელ აგვისტოს;

პირველი სესია- ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა – 2 აგვისტოს;

პირველი და მეორე სესია წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა – 3 აგვისტოს;

პირველი და მეორე სესია ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა – 4 აგვისტოს.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...