მთავარისიახლეებიპოლიტიკამოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" საპარლამენტო პარტია გახდა - ნატო ჩხეიძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს...

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო პარტია გახდა – ნატო ჩხეიძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს ტავმჯდომარედაირჩიეს

Published on

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” საპარლამენტო პარტია გახდა. როგორც მოძრაობის ლიდერი ნიკა მაჭუტაძე ამბობს, პარტია დაკომპლექტებულია პოლიტიკოსებისაგან, რომელნიც საკმაოდ ცნობილნი არიან არსებულ პოლიტიკურ სპექტრში და ხლმძღვანელობენ დემოკრატიული განვითარების პრინციპებით.

პარტიას ყავს ახალი პოლიტიკური საბჭო, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პარლამენტარი, პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე.- განაცხდა დღეს 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მაჭუტაძემ,. 

“ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს მეოხებით და ამისთვის მას დიდი მადლობა.დიდი მადლობა მას და მის მეუღლეს ბატონ ზაზა ოქუაშვილს ასევე იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა”, – თქვა ნიკა მაჭუტაძემ. 

ნატო ჩხეიძის თქმით, პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატობა კარგია, რადგან გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად იღებ, თუმცა მისივე განმარტებით, პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდის წევრობა. 

“სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მითუმეტეს აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა მაშინ, როდესაც აშკარად ხედავ, რომ ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და საციცოცხლოდ აუცილებელია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა”, – თქვა ნატო ჩხეიძემ. 

დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ, პატრიოტთა ალიანსის გუნდი 2018 წლის სექტემბერში დატოვა   და ამ დრომდე ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...