მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტროს დაფინანსება 127 705,2 მილიონი ლარით მცირდება

განათლების სამინისტროს დაფინანსება 127 705,2 მილიონი ლარით მცირდება

Published on

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთვის განკუთვნილი დაფინანსება 127 705,2 მილიონი ლარით მცირდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სადაც პრემიერმა გიორგი გახარიამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს.

„ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას -4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მილიონით და ბიუჯეტის საპროგნოზო  დეფიციტი ამ პარამეტრებით იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი“, – განაცხადა  გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, გარკვეული სახელმწიფო უწყებების დაფინანსების ოდენობა მცირდება, მათ შორისაა განათლების უწყებაც.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლება ძირითადად კაპიტალურ ხარჯებზე მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ  ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტში პანდემისათან ბრძოლის ყველა ღონისძიება გათვალისწინებულია. ფინანსები გათვალისწინებულია ასევე პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის.

2020 წლის პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების დაფინანსება მილიარდ 900 ათას ლარამდე იყო. კონკრეტულად, განათლების რომელ სფეროს ეხება ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული შემცირება, რომელ მიმართულებებზე მიდის ეს კლება – განათლების, კულტურის თუ სპორტის მიმართულებით, მთავრობის ადმინისტრაციაში არ დაუკონკრეტებიათ.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხდა, რომ ძირითადი კლება შეეხო ისეთ ხარჯებს, რომელიც პანდემიიდან გამომოდინარე გახდა არარელევანტური. მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან მიმართებაში,  მსხვილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რაც იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება, ასევე მცირდება  მივლინებების ხარჯები.

პარლამენტმა მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 26 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...