“ორი თაღლითი ნაციონალი იყო მოსული, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, დაეგეგმა პროვოკაცია, თუმცა, მათ ეს არ გამოუვიდათ” – თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ინციდენტის შემდეგ, როცა იგი ვარკეთილში სკვერს ხსნიდა და ანას ბაღის მცველებმა და აქტივისტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მთავარი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კალაძე და აქტივისტი ერთმანეთისკენ იწევენ, მათ რამდენიმე ადამიანი აშველებს. .
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროვოკატორებს მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩაშლა სურდათ, რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ერთ-ერთი აქტივისტისთვის შემოხეულ მაისურს, კალაძის თქმით, „ალბათ თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია ვერ მოაწყო”.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად0 ვიც0ი, 0ში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და გაყვანილ იქნენ ტერიტორიიდან. თუ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, პროვოკატორმა თვითონ შემოიხია მაისური, და მინდა ვაჩუქო სანაცვლო ” – განაცხადა კალაძემ.