13 ივნისს მერიასთან იგეგმება აქცია კახი კალაძის გადადგომის მოთხოვნით

0
529

თბილისის მერის, კახი კალაძის გადადგომის მოთხოვნით 13 ივნისს მერიასთან აქციის გამართვა იგეგმება. ამ თემაზე ანას ბაღის აქტივისტმა, გიორგი ფხალაძემ TV პირველთან ისაუბრა.

“13 ივნისს თბილისის მერიასთან ვმართავ საპროტესტო აქციას და ჩვენი, პირადად ანას ბაღის მცველების მთავარი მოთხოვნა იქნება კახა კალაძის გადადგომა რადგან მან დაკარგა ჩვენ თვალში ლეგიტიმაცია, ის არ არის კარგი მერი, ანადგურებს გარემოს”, — თქვა გიორგი ფხალაძემ.

აქტივისტის თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს შემთხვევაში კალაძეს თანამდებობა დღესვე უნდა დაეტოვებინა და საქმეზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო. გუშინ 5 ივნისს, ვარკეთილში კახა კალაძესა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

წინა სტატიაჩვენ არ შევეცდებით დავფაროთ ჩვენი მტკივნეული ბრძოლა – საქართველოში აშშ საელჩოს განცხადება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტზე
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ანა წითლიძის განცხადებას ფარსი უწოდა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური