მთავარისიახლეებისაზოგადოებაგონიოსთან ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმდინარე აქცია-მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

გონიოსთან ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმდინარე აქცია-მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

Published on

აქცია-მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს გონიოსთან, სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევისას. აქციის მონაწილეები „კანონიერი ქურდის“ მინდია გორაძის (ლავასოღლის) თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმიდან სარფის საბაჟოსთან მისასვლელი გზის გადასაკეტად მიდიოდნენ.

3 ივნისს 15:00 საათზე, ამოიწურა იუსტიციის სამინისტროსთვის ლავასოღლის ოჯახის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადა. ექსტრადირების მომხრეებმა 3 ივნისს განაცხადს, რომ, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სარფის საბაჟოსთან გზას გადაკეტავდნენ და სატვირთო ავტომობილებს არ გაატარებდნენ.

ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მოითხოვენ, რომ მან სასჯელი საქართველოში მოიხადოს და ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ არ სურს ქართულ საპატიმროში ლავასოღლის ყოფნა.

ამ დროსთვის აქციის ოთხ მონაწილეს პროტესტი ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, 7 კი, მეხუთე დღეა, შიმშილობს.

საქართველოში მინდია გორაძის (ლავასოღლი) სასამართლო პროცესი 2017 წლიდან დაიწყო. თავად ლავასოღლი თურქეთში იმყოფებოდა. 2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“,

ოჯახის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ 2018 წლიდან თურქეთის მხარემ საქართველოს მიერ ძებნილი ლავასოღლი სამჯერ დააკავა და ამჟამად სტამბოლის ციხეში, განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იმყოფება: „ჩვენ ვუყიდით ბილეთს და მოახდინონ ექსტრადიცია. ეს მოთხოვნა წელიწად-ნახევარია გრძელდება. საექსტრადიციო ვადას თურქეთში 6 თვე აქვს. ექვსი თვე გადის და იმავე დღეს, ისევ იჭერენ. ასე მოხდა უკვე სამჯერ. ამიტომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მოთხოვნა, ქართულ ციხეში მოიხადოს სასჯელი. მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ ახდენს. იქ თურქეთში სასჯელს არ იხდის, ის დღეები მას არ ეთვლება“.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...