მთავარიUncategorized,,გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი...

,,გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე” – გიორგი გახარია

Published on

,,კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, ეს თავიდანვე ვთქვით, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს გადატრიალებაზე” – განაცხადა პრემიერმინისტრმა გახარიამ ენმ-ის ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის FB-პოსტისკომენტირებისას .

“ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ზოგს ჰგონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა… ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც.

გავიგე, რომ ვიღაცებს უნდათ და ცდილობენ, რომ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე” – თქვა გახარიამ.

(ცნობისათვის- არველაძემ ენმ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს “თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება”, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით არველაძეს პარტიაში არანაირი პოსტი არ უკავია და “მის ამ ნააზრევს მოწყალების ფარდა ჩამოვაფაროთ”

სიახლეები

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...