მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი: ,,თუ პარტიებს უყვართ საქართველო და არა - საკუთარი მდგომარეობა საქართველოში,...

შალვა ნათელაშვილი: ,,თუ პარტიებს უყვართ საქართველო და არა – საკუთარი მდგომარეობა საქართველოში, საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან”

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. 

ამის შესახებ ნათელაშვილმა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, დასამალი არ არის, რომ ხშირად ერთ პარტიაშიც კი რთულია კანდიდატის შერჩევა და რთული იქნება 30 პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე მაშინ, როდესაც უმრავლესობას მაჟორიტარულ ოლქებზეც აქვს ინტერესი. 

“თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა – საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...