გიორგი გახარია მთავრობის სხდომას მართავს

0
493

გიორგი გახარია, რომელიც ჯერაც პრემიერ-მინისტრის პოსტზეა, მთავრობის დღევანდელ სხდომას უძღვება.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე დელოიტის ნიუ იორკის ოფისის ანალიტიკოსები მუშაობენ.ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის პირველი სამუშაო ვარიანტი განსჯისთვის საზოგადოების წინაშე იქნება წარდგენილი.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი – აცხადებს იგი – პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცლვილებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომაროებს შემდეგში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, შედიან ახალ ბიზნესში, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდურობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ილაპარაკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის მოხსნის შესახებაც.,, 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი და გავხსნათ თეთრიწყაროს რაიონი. ამავე დროს, რაიონში მცხოვრებლებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილე დაიცვან და ვიყოთ ძალიან ფხიზლად“, – განაცხადა გახარიამ.

წინა სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 31 ფაქტი დაფიქსირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური