მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გარეჯობაა. ,,ამ მიზეზით აზერბაიჯანის საზღვრის დარღვევა პროვოკაციაა და აღიკვეთება'' -...

დღეს გარეჯობაა. ,,ამ მიზეზით აზერბაიჯანის საზღვრის დარღვევა პროვოკაციაა და აღიკვეთება” – აცხადებს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური

Published on

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გარეჯობის დღესასწაული აღინიშნება.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი „კეშიკჩიდაგის“ (დავით გარეჯი) ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დარღვევით გეგმავს პროვოკაციული ხასიათის ქმედებას. ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, მიღებული ინფორმაცია ოფიციალურად შეატყობინეს საქართველოს სასაზღვრო უწყებას. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებითვე, სახელმწიფო საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია მკაცრად აღიკვეთება და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება პროვოკაციის ორგანიზტორებს.

როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას გუშინდელი გამოკითხვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დავით ქაცარავამ უწყების შენობიდან გამოსვლისას მედიას უთხრა, რომ გამოკითხვა დავით გარეჯის საკითხს ეხებოდა: “მე გაუთქმელობაზე მომიწია ხელის მოწერა და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დეტალებში ვისაუბრო გამოკითხვაზე, რომელიც ჩატარდა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ანტისაოკუპაციო მოძრაობას, ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მონიტორინგს, მოქმედებებს დავით გარეჯთან მიმართებაში და არაფერს არ ვცვლით”.

რამდენიმე დღით ადრე, 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო: „საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას“ და ამ რეგიონებში „წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...