მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დავით გარეჯაში ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ. დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ...

,,დავით გარეჯაში ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ. დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება შეიცვალოს” – მეუფე შიო

Published on

გარეჯობის დღესასწაულს მოლოცვის მოსურნეთა დიდი ნაწილი შორიდან ადევნებს თვალს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს შესაბამის უწყებებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ ვინმემ აზერბაიჯანის საზღვარი გადალახა, მესაზღვრეები მკაცრად უპასუხებენ.

დღეს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მივიდა. მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს შექმნილი ორმხრივი კომისია შეძლებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იქ წირვა-ლოცვის აღდგენის უფლება მიეცეს.

“ეს ადგილი დავით გარეჯელის თანამედროვეა, თქვენ იცით, რომ ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ აქ. ჩვენ დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება შეიცვალოს”, – თქვა მან.

მან არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე:

“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან და ამასთან ერთად სიმართლე დადგინდება”.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...