ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 44 პირი იმყოფება

0
366

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროის მონაცემებით 44 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 34 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1758 მოქალაქეზე. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 73 ნიმუში, ყველა პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

წინა სტატიაპოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა [Video]
შემდეგი სტატიადღეს გარეჯობაა. ,,ამ მიზეზით აზერბაიჯანის საზღვრის დარღვევა პროვოკაციაა და აღიკვეთება” – აცხადებს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური