,,20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე”- გიგა მაქარაშვილი

0
476

სამოქალაქო მოძრაობის „სირცხვილია“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია აუცილებლად გაიმართება.

როგორც მაქარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, აქციაზე დისტანციის დაცვით დადგებიან, ექნებათ პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

„20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე თვე დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო სივრცე შემოღობილია. თითქოს კალაძე ამით შეაფერხებდა საპროტესტო მუხტს, მაგრამ თუ მანამდე 5000 კაცი სჭირდებოდა რუსთაველის გადაკეტვას, ახლა 500 კაციც ძალიან მარტივად დაეტევა, ეჭვი მაქვს რომ კალაძეს ამის გამო საყვედურსაც ეტყვიან. დავდგებით დისტანციით დაცვით, მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად, გვექნება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. აქციაზე დაპატიჟებულია ყველა ის პარტია, რომელიც ამ წუთას იბრძვის „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 31 ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასტომატოლოგი ტიკარაძე გულს გვიკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური