მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს: გაზგასამართ სადგურზე აფეთქების გამოსაძიებლად მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

შსს: გაზგასამართ სადგურზე აფეთქების გამოსაძიებლად მისულ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

Published on

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. დენმა დაარტყა ექსპერტს, რომელიც სადგურზე ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად იყო მისული. იგი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი

ექიმების განცხადებით , პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკაში მიყვანისას მას გაჩერებული ჰქონდა გული, მაგრამ ექიმებმა მისი ამუშავება შეძლეს და იმედს გამოთქვამენ, რომ 2-3 დღეში მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები გამოჩნდება.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,,შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...