საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

0
371

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. მათგან 634 გამოჯანმრთელდა.

წინა სტატიათამარ თორაძე ამერიკაში ტრეფიკინგის მუხლითაა ბრალდებული
შემდეგი სტატიაიტალია დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური