საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობის მიზნით შესასვლელად სამკურნალო ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ

0
451

საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს, მკურნალობის მიზნით, თურქეთში შესასვლელად აღარ დასჭირდებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა 2 ივნისის გადაწყვეტილებას, მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებაზე.

საელჩოს ცნობითვე, ამ საკითხზე გუშინ შედგა კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს USHAŞ -ს ვებ -გვერდზე და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი;

პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი

წინა სტატიაასლან ბჟანია: ,,აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის პროდუქცია გადის. რატომ არ უნდა შედიოდეს ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტში?”
შემდეგი სტატიაროდის განაახლებს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური