მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამეფო კარის თამაშები'' - ივანიშვილმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაშვება გადაწყვიტა?

,,სამეფო კარის თამაშები” – ივანიშვილმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაშვება გადაწყვიტა?

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

ერთ-ერთი ვერსიით, გახარიას გაშვება 20 ივნისის სისხლიანი ღამის წლისთავის მოახლოებასთან არის დაკავშირებული – მმართველ გუნდს როგორც ჩანს სურს ამ ,,მსხვერპლშეწირვით” აირიდოს თავიდან მოსალოდნელი პროტესტის ტალღა/

წერენ ვერსიაზეც რომ ეს შედეგი გახარიასა და კალაძეს შორის არსებულმა უთანხმოებებმა თუ კონკურენციამ მოიტანა და ივანიშვილმა არჩევანი კალაძის სასარგებლოდ გააკეთა. მაგალითად ნიუ პოსტს მოჰყავს თავისი წყაროთი დამოწმებული ინფორმაცია, რომ გახარია-ივანიშვილს შორის ხმაურიანი საუბარში გახარია კალაძის სახელს ახსენებდა: “ან მე, ან კალაძეო”.

გახარია კალაძეზე ეჭვიანობს. – ამბობს წყარო

არადა ამ დროისთვის მედიაში ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება.მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. საუბარია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეზეც კი.

თავად კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას გახარიას გადადგომის შესახებ მთავრობის კანცელარიაშიც არ უდასტურებენ

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...