ქართული ოცნების მთავარსარდალი ივანიშვილი პარტიულ სიაზე მუშაობს

0
413

ქართული ოცნების პარტიულ და მაჟორტარულ სიაზე მსჯელობა პარტიის თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშვილის მთავარსარდლობით მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასტურებს, რომ პარტიაში განახლება მიმდინარეობს და ,, პარტიული სიის ათეულებს და კიდევ უფრო ზემოთ შემადგენლობას განსაზღვრავს მთავარსარდალი, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უკვე მიმდინარე თვეში გახდება ცნობილი .

” კონსულტაციები არა ბიზნესცენტრში, არამედ პარტიაში მიმდინარეობს – ჩვენ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის  ჩართულობით ვმსჯელობთ. ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ, გაცილებით ადრე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით, აქ რამდენიმე ვერსიაა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ არის სწორი ვისაუბრო. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი არ მივსულვართ. მე შემიძლია გითხრათ, რომ სიაში იქნებიან გამოცდილი, მათ შორის, გუნდის არსებული წევრები და ასევე გამოცდილი პრაქტიკოსი ადამიანები. მაგრამ კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება იქნება ახალ სახეებზეც ანუ საარჩევნო სია, იქნება წარმოდგენილი სინთეზში და ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე. ბუნებრივია ამ ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო.

ამ თვეში მაჟორიტარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გავახმოვანებთ, ხოლო შედარებით გვიან ალბათ ვისაუბრებთ სიაზე და მის კომპლექტებაზე,”- განაცხადა მან

წინა სტატიაროდის განაახლებს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანას?
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური