მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა

Published on

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების”მიერ პარლამენტში იყო დაბარებული, მაგრამ არ მივიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მინისტრისგან გუშინ მიიღო წერილი, თხოვნით გადაავადონ მისი სტუმრობა.~

ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ მისვლით მინიტრმა უკვე მესამედ დაარღვია კანონი

„ქალბატონი ეკა უკვე მესამედ არღვევს კანონს და ლიდერია ამ კუთხით. როგორც ჩანს მას გააზრებული არ აქვს თავისი ფუნქცია, როგორც პოლიტიკური ფიგურის. ქალბატონი ეკა უკვე წელიწადი და 3 თვეა ჯანდაცვის მინისტრია და არცერთხელ პროფილურ კომიტეტში, კომიტეტის სხდომაზე არ მოსულა, არც თავისი ნებით და ინიციატივით და დაბარების შემთხვევაშიც ასე იქცევა ეს ადამიანი. ეს ბადებს კითხვებს, რატომ არ მოდის. ეს არაა „მინისტრის საათი“, არც ინტერპელაცია, როდესაც მინისტრს კითხვას უსვამ, მერე თავის გუნდთან ერთად 2 საათის განმავლობაში ცდილობს საუკეთესო პასუხი მოძებნოს და მერე დაბრუნდეს, ანუ დღეს მას ცოცხალ დისკუსიაში მოუწევდა ყოფნა, ეტყობა დისკომფორტს განიცდის, აქ უკვე ეტყობა კომპეტენციასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია არ მოსვლა,“-აღნიშნა კობერიძემ.

მინისტრის გამოუცხადებლობას გამორეხმაურა დამოუკიდებელ დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი:

“მინისტრი კანონით არის ვალდებული, გამოცხადდეს კომიტეტზე, როცა მას პარლამენტის ფრაქცია იბარებს, ამავე დროს თავისი წილი პასუხისგებლობა აკისრია კომიტეტის თავმჯდომარესაც, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მის კომიტეტზე დაბარებული მინისტრის მოსვლა”.

მინისტრის გამართლებას ცდილობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე: ,,დარწმუნებული ვარ, რომ ეკა ტიკარაძე პარლამენტში აუცილებლად მოვა. დღეს თუ მოსვლა ვერ მოახერხა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. უბრალოდ, შეიძლება ამ მომენტში, კონკრეტულად დღეს ვერ მოვიდა და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. მთავარი არის ის, რომ ის მოვიდეს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით. – განაცხადა კილაძემ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...