მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ტაბულას'' მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა

,,ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა

Published on

1 ივნისს ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა. ჩერგოლეიშვილმა სალომე უგულავა ჩაანაცვლა, რომელიც მთავარი რედაქტორის პოსტს 4 წლის განმავლობაში იკავებდა, იქამდე კი, მაუწყებლობის დროს, უგულავა საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, ცვლილებები ტაბულას სამომავლო გეგმებს დასჭირდა. 

“სალომე უგულავას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ტაბულას განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მას მე წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

სალომე უგულავა 1 ივნისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის თამარ ჩერგოლეიშვილს და ლევან რამიშვილს, ასევე ყველა ადამიანს, ვისაც ტაბულაში უმუშავია. 

“ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით მადლობა ქართულ მედიაში ისეთი სივრცის შექმნისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ათობით კარგი ჟურნალისტისა თუ აქტივისტისთვის გახდა საწყისი წერტილი”, – წერს უგულავა. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...