,,გამარჯვება ერთიანობაშია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დავუშვა ერთიანობის დარღვევა”- გიორგი ვაშაძე

0
396

მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარია, რა სჭირდება დღეს საქართველოს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატურად თავი არ დაუსახელებია და ეს მხოლოდ “ადამიანების გარკვეული მოსაზრებები იყო”.

“გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. მე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ჩემი კანდიდატურა პრემიერობაზე ჯერ არ დამიყენებია. მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.

ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასეთი განცხადებები ჩვენს ერთიანობაში დისონანსს ვერ შეიტანს. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ

„ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარსს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის – რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიანი ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. “ – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან ვაშაძე მიიჩნევს, რომ “ძალა ერთობაშიას” აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და უნდა დაასახელოს გუნდიც, იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. ეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიით უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ყველაფერი სწორად მიდის”,- თქვა მან დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაყენების ინიციატივა თაკო ჩარკვიანმა გამოთქვა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

წინა სტატიაანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 61 პირი იმყოფება
შემდეგი სტატია,,ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური