მთავარისიახლეებისაზოგადოება"ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს''- აცხადებს მეუფე პეტრე სინოდის სხდომისა და მისი...

“ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს”- აცხადებს მეუფე პეტრე სინოდის სხდომისა და მისი განსჯის მოლოდინში

Published on

მძიმე ბრალდებები მეუფე პეტრეს მისამართით და წმინდა სინოდი სხდომის მოლოდინში – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა უკან დახევას არ აპირებს. სასულიერო პირი სინოდის სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვს, რათა ყველა არსებულ შეკითხვას და ბრალდებას თავად გასცეს პასუხი. შერისხული ჭყონდიდელი ამტკიცებს, რომ საკუთარი ბრალდებების დამტკიცება შეუძლია.


“სინოდის სხდომა კანონით უკვე მომავალ კვირას უნდა იყოს. სულთმოფენობის დღესასწაულია, დამდეგს გილოცავთ და სულთმოფენობის შემდეგ უნდა იქნეს ჩანიშნული თუ არ დაირღვა დებულება ხელახლა. ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს. ვიბრძვი მხოლოდ ამისთვის, ღვთის ჯილდოა მთავარი. ისევე როგორც სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიწიერი რაღაც, თანამდებობრივი, თუ ქონებრივი, თუ იერარქიული ხარისხის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდება”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მწვავე განცხადებებს და მის ხელშეუხებლობას, მეუფე პეტრე და მამა ანდრია სარია სასულიერო პირის სუსთან კავშირზე საუბრობენ. მათი თქმით, მეუფე ისეთ ინფორმაციებს ფლობს, მათ შორის პრემიერ გახარიაზეც, რომელიც ხელისუფლების ინტერესის შესაბამისად გასაჯაროვდება.

“მეუფე იაკობს აქვს სუსის თანამშრომლობით მიღებული ინფორმაციები ვიღაცეებზე, მაგრამ მე იმდენად ღვთის წინაშე სამართლიანად და სიმართლით მიცხოვრია, მისი არცერთი ნაბიჯის არ მეშინია. იმიტომ მფარველობენ, რომ მისი ეს მოქმედებები, რა თქმა უნდა, აწყობს გარკვეულწილად საპატრიარქოს და გარკვეულწილად სახელმწიფოს. მისი მარგინალიზაცია არც არაფერს წარმოადგენს, მაგრამ რასაც უნდათ იმას გააშუქებინებენ. კონკრეტულად ის ფაქტები, თუნდაც გახარიას თემაზე რაც თქვა, რომ მას აქვს და კონკრეტულად რას გულისხმობს, ეს უკვე თავად იაკობს ჰკითხეთ”,- ამბობს მამა ანდრია სარია.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...