მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არღვევს 8 მარტის შეთანხმებას და ვის ეწვის გული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის?

ვინ არღვევს 8 მარტის შეთანხმებას და ვის ეწვის გული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის?

Published on

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხის განხილვას იწყებს. საყოველთაო სახალხო მსჯელობა 4 ივნისს, თბილისში დაიწყება და დისტანციურად ჩატარდება, ასეთივე მსჯელობა იგეგმება ბათუმშიც..საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ცხრა წევრისგან შედგება, მათ შორის იქნებიან რჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე,მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი

კომისიის .პირველი სხდომა დღეს, პირველ ივნისს დახურულ ფორმატში გაიმართა, საკითხს კი კენჭი თვის ბოლოს უნდა უყარონ.

ოპოზიცია ამ პროცესში ჩართვაზე უარს აცხადებს, თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე არ შეასრულებს.

პარტია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება.

“ჩვენი ინტერესი არის რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შევიდეს ძალაში, მაგრამ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერის წინაპირობა გიორგი რურუას განთავისუფლებაა და სხვა შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ეს არ მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ განხილვებში მონაწილეობას, ეს არის ტექნიკური ნაწილი. რეალურად, განხილვაც არ იქნება, ეს არის სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით, ამ კვირაში, თუ შემდეგ კვირაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩავერთვებით ამაში”, — ამბობს სერგი კაპანაძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას მის ორივე ნაწილში და ამ საკითხზე მისი განცხადებები სპეკულაციაა.

“ორი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ, ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ზეწოლას სასამართლოზე იმისათვის, რომ გათავისუფლდეს გიორგი რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმებას მის ორივე ნაწილში, ხოლო ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, მარტივად არის აქ ყველაფერი,”- განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...