მთავარისიახლეებიმსოფლიოსომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

სომხეთის პრემიერ-მინისტრს დღეს, 1 ივნისს დაბადების დღე აქვს, თუმცა სამწუხაროდ იუბილეს კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ხვდება – როგორც მან 31 მაისს ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა რადგან „წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცების“ მონახულებას აპირებდა, მანამდე ვირუსზე ტესტირება ჩაიტარა.

„ამის შემდეგ მთელმა ოჯახმა გაიკეთა ტესტი და შედეგები პოზიტიური აღმოჩნდა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, კორონავირუსის სიმპტომები არც მისი ოჯახის წევრებს ჰქონიათ.

ნიკოლ ფაშინიანი ცოლსა და 3 ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ვაჟი ჯარში მსახურობს და ამ დროისათვის ოჯახთან ერთად არ იმყოფება.

მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავრობამ მოსახლეობას ნიღბების ტარება დაავალდებულა, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოების წინაშე ყოველთვის პირბადით გამოდიოდა, მათ შორის, კორონავირუსთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ბრიფინგებზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები დაავადებებით კი – 50.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...