მთავარისიახლეებისაზოგადოებასოხუმის რესტორან „სან-რემოში“ მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია

სოხუმის რესტორან „სან-რემოში“ მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მთავარი ფიგურანტი დაკავებულია

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, სოხუმის ცენტრალურ რაიონში დააკავეს ერიკ ჭკადუა, რომელზეც გახმაურებული მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ძებნა 2019 წლის 9 დეკემბერს გამოცხადდა.  

ამ სანქციას წინ უძღოდა 22 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა სოხუმში მდებარე რესტორან „სან-რემოში“, სადაც თავდამსხმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს „კრიმინალური ავტორიტეტები“ ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. მძიმედ დაიჭრა 22 წლის მიმტანი ქალი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციამ მალე დააკავა სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, ძმები დათო და დემურ ახალაიები, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ.

ერიკ ჭკადუა ამ თავდასხმის ერთ-ერთ ფიგურანტად სახელდება.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...