მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრო ბრეგაძე: ,,ჩვენ ვქმნით მძლავრ ნაციონალისტურ პოლიტიკურ ცენტრს ქართული მარშის ბაზაზე''

სანდრო ბრეგაძე: ,,ჩვენ ვქმნით მძლავრ ნაციონალისტურ პოლიტიკურ ცენტრს ქართული მარშის ბაზაზე”

Published on

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ჯგუფი, ქართული მარში გეგმავს, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ პარტიის დამფინანსებელი იქნება თავად იქნება.

“ჩვენ იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი, ქართული მარშის ბაზაზე. გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე ძალებთან, რათა შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი. პატრიოტთა ალიანსზე ვერ ვიტყვი ამას, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა”, — ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ლევან ვასაძე არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და “თუკი ის დააპირებს, ამას მიესალმება”.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...