მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე იმსჯელეს

დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე იმსჯელეს

Published on

დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც გაერთიანების ერთ -ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაფართოების საკითხიც განიხილეს.

დუმბაძის თქმით, პარტიები შეთანხმდნენ, რომ თავმოყრა მოხდება არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც.

„ჩვენ უკვე პრაქტიკულად უნდა გადავიდეთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც არჩევნებს მოემსახურება, ეს ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, პარტიები პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ მოხდეს არა მარტო დედაქალაქში თავმოყრა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ გადანაწილება რეგიონებშიც დაიგეგმოს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება“- აცხადებს მურმან დუმბაძე.

პაატა დავითაია აცხადებს, რომ მაჟორიტარი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ლიდერი, ხოლო კონკრეტულ სახელსა და გვარებს განსაზღვრავს ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სტრატეგია”

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს საუბარი სამუშაო საკითხებზე იყო, მაჟორიტარების შერჩევაზე. გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია და აპირებს ერთიანი საკუთარი კანდიდატების დაყენებას, თუმცა, ჯერდება სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა პარტიებთან. მთავარია ის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ქართული ოცნება. რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებაში ახალი პარტიების შემომატებას, ჯერჯერობით ვერავის დავასახელებ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მოლაპრაკებები მიმდინარეობს.“- განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...