აბიტურიენტებს სიცხეს გაუზომავენ. როგორი იქნება ალტერნატიული შეთავაზება, თუ რომელიმეს სიცხე დაუფიქსირდა?

0
418

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისშია დაგეგმილი. აბიტურიენტებს, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში მივლენ, ტემპერატურას შეუმოწმებენ. იმის გამო, რომ არაინფიცირებული აბიტურიენტების ნაწილს შესაძლოა ტემპერატურა დაუფიქსირდეს, გაჩნდა კითხვა, რა ბედი ელით მათ

,,ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ გავცემთ. და ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობას

ეროვნული გამოცდების შესახებ დღეს, პირველ ივნისს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. იგი ამბობს, რომ ეპიდემიის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი ეროვნული გამოცდების საკითხზეც მუშაობს და შესაძლო ვერსიებს განიხილავს.

” ჯგუფი მუშაობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს თუ აბიტურიენტს 37 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა, როგორი იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს” – განაცხადა გამყრელიძემ.

წინა სტატიაპატრიარქმა დღეს ცუდად იგრძნო თავი: ,,წირვის დროს ლოცვა ისეთი მძიმე იყო, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა”
შემდეგი სტატიალაგოდეხის მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური