მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლელოს,, რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიმართვას ავრცელებს

,,ლელოს,, რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიმართვას ავრცელებს

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი რომელიც დააპროექტა კონსორციუმის პარტნიორმა, (ცნობილი იაპონური კომპანია). პირველ ეტაპზე 25000 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საუკუნოვანი შესაძლებლობა ვინ დაგვისამარა? ვიცით ყველამ, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, რა როლი ითამაშა სამეგრელოს გამდიდრებაში ენგურჰესის ისტორიულმა პროექტმა რომელმაც ყველა სიკეთესთან ერთად უნიკალური კადრები გაუზარდა საქართველოს. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ ათჯერ უფრო დიდი მაშტაბი განვითარების, ეკონომიკური ზრდის, დასაქმების და ყველა იმ შესაძლებლობის რასაც ეს უნიკალური პროექტი ჩვენს ხალხს მისცემს. მე პირადად ალექსანდრე ახვლედიანი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად არ ვაპირებ შევეგუო მოცემულ სამწუხარო რეალობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მოგიწოდებთ ყველას! განზე გადავდოთ უთანხმოება, პირადი ინტერესები, (მითუმეტეს ვიწრო პარტიული). შანსი ისტორიული ბრძოლის ნაწილი ვიყოთ საამაყოს და მნიშვნელოვანს გახდის ჩვენს ცხოვრებას, ახალგაზრდა მომავალი თაობა დიდად მადლიერი იქნება ჩვენს მიერ გაღებული ძალისხმევის, სამშობლო შეიძენს ფუნქციას იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შავ ზღვაზე. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ეკისრება ზუგდიდს და მის მოსახლეობას, მჯერა ჩვენი ხალხის გონიერების და პრინციპულობის, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...