მთავარისიახლეებიმსოფლიომინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს

მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს

Published on

აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალის წაყენება სწრაფად მოხდა, ვინაიდან მათ მტკიცებულება ჰქონდათ. ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის თქმით, ყოფილი პოლიციელის დაკავების ფაქტი „მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებულია.“

ისინი დაკავებული ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაყენებასა და ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასაც მოითხოვენ .სამართალდამცავებმა პასუხად განაცხადეს, რომ ბრალს ვიდეოკადრებში ასახულ დანარჩენ სამ ყოფილ პოლიციელსაც წაუყენებენ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები დაიწყო და პოლიციასთან ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფინიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში.

ქალაქ მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ატლანტაში, „სიენენის“ ოფისებთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს შენობები და დაწვეს პოლიციის მანქანა. დალასში კი აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ წინააღმეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

„ბიბისის“ ცნობით, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც. აქციის მონაწილეებს ჯორჯ ფლოიდის ფოტოები ეჭირათ და მის უკანასკნელ სიტყვებს : „ვერ ვსუნთქავ“ – სკანდირებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები დროებით ჩაკეტა

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...