„ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“- ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის

0
749

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის ინიციატივით ცხადდება ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“.

 პირველი პრემია – €400 ევრო

მეორე პრემია – €300 ევრო

მესამე პრემია – €200 ევრო

„2020 წლის ევროპის დღეებში, COVID-19-ის კრიზისის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ რეალობაში, რომელიც შეზღუდულ შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, მნიშველოვანია ახალგაზრდების დამატებითი სტიმულაცია და მოტივაციის ამაღლება. იზოლაციის პირობებში ესეების კონკურსი დაეხმარება მათ, როგორც დროის სასიამოვნოდ გატარებაში, ასევე ევროპული ღირებულებების უკეთ შემეცნებასა და ქართულ-ავსტრიული ურთერთობების განმტკიცებაში. რამეთუ ევროპის დღეები ხაზს უსვამს მთავარ იდეას, ერთად გავხდეთ უფრო ძლიერები და გავზარდოთ ჩვენში სოლიდარობის განცდა. სწორედ ბერტა ფონ ზუტნერია ევროპული ღირებულებების სიმბოლო, როგორც სამართლიანი, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოებისთვის მებრძოლი. იგი იყო ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი, ევროპაში საშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი (1905), ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, რომელსაც მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა საქართველოსთან.“- ნათქვამია წერილში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებს.

საკონკურსო ესეი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე: berthavonsuttnerpeaceprize@gmail.com და არ უნდა აღემატებოდეს (1000 სიტყვას). წერილში აუცილებლად მიუთითეთ სათაური, კონკურსანტის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი და საკონტაქტო ტელეფონი. (არასრული საკონტაქტო ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება).

საკონკურსო ესეების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2020

 ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური და კონფიდენციალური ჟიური. გამარჯვებული ესსები გამოქვეყნდება ონლაინ გამოცემაში.

Austrian Embassy Georgia

#Europeday #StrongerTogether #Austria #Georgia #BerthavonSuttner

წინა სტატიააშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს
შემდეგი სტატიაანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 45 პირი იმყოფება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური