სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 45 პირი იმყოფება, ხოლო რეგიონში თვითიზოლაციაში – 291 პირი. ჯამში ეპიდზედამხედველობა დამყარდა – 1712 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირის ნიმუშზე გაკეთდა ანალიზი და ყველა უარყოფითია.