ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლა 15 ივნისამდე შეიზღუდა

0
1069

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გახანგრძლივდება. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისევ აკრძალული იქნება მასობრივი შეკრებები და აქტივობები, კვლავ შეუძლებელი იქნება ოკუპირებულ რეგიონში შესვლაც.

გამონაკლისის სახით გამოცდებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისიდან სასწავლო პროცესი აღდგება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 38 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ტერიტორიაზე COVID-19-ის 28 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

წინა სტატიაწალენჯიხელი ფერმერი, რომელსაც წელს ვარდები მთლიანად გაუფუჭდა, საზოგადოების დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაზუგდიდში დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელია [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური