მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ გეოპოლიტიკური გადმოსახედით

მიხეილ სააკაშვილი: მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ გეოპოლიტიკური გადმოსახედით

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 28 მაისს Atlantic Council-თან ინტერვიუში პასუხი გასცა კითხვას აპირებს თუ არა იაქტიუროს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, თუ მხოლოდ ურაინაზეა კონცენტრირებული

,, ახლა ფიზიკურად ნამდვილად არ მაქვს დრო, რომ საქართველოს ამბებს მივხედო. საქართველოს პოლიტიკა მეტადაც რთულია, ვიდრე უკრაინის და დიდი დრო სჭირდება”. – განაცხადა მან

,,სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო შეიცვალა, მარტივი მიზეზის გამო – როცა მე პრეზიდენტი ვიყავი საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა.

8 წელზე ცოტა მეტი მქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება, საქართველოს ახლანდელ მთავრობასაც 8 წელი უსრულდება, ამ პერიოდში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, პირიქით მალე კლება იქნება 6-7%-ით, კარგი სიტუაცია ნამდვილად არაა.

ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან რამენაირი მიწოლა სჭირდება.”

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება საქართველოსთან არის, რომ როდესაც უკრაინა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სწორედ მაშინ ამოვვარდით ფორმიდან საქართველოში. როცა იანუკოვიჩი გვყავდა უკრაინაში, მაშინ ჩვენ იმდენად იზოლირებულები გავხდით ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობისგან დასავლეთში რომ ჩვენ შანსი აღარ გვქონია, ამიტომ მე ჩემი უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოს ბრძოლადაც მივიჩნევ, გეოპოლიტიკური გადმოსახედით. იცით, მე წავედი ოდესაში […] ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანი უკრაინაში უარს ამბობდა ოდესას მერობაზე, უარს რადგან იცოდნენ, რომ ყოველდღე აფეთქებები იქნებოდა, ყოველდღე სეპარატისტების თავდასხმები იქნებოდა და მე რომ წავედი, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ საქართველოსთვის წავედი, იმიტომ, რომ ოდესა რომ დაცემულიყო მაშინ საერთოდ უნდა დაგვევიწყებინა საქართველოს კავშირიზე ცივილიზებულ სამყაროსთან.

შესაბამისად, ყველაფერს, რასაც მე აქ ვაკეთებ გარკვეულწილად საქართველოსთვისაცაა […] თუმცა, საქმე იმაშია, რომ თუ უკრაინა მართლა რეფორმირდა, თუ უკრაინა მართლა შეიცვალა, ეს რეგიონის მთლიან ლოგიკას შეატრიალებს. საქართველოც კი რეფორმირდება რუსეთის მსოფლმხედველობის გავლენისაგან. წარმოგიდგენიათ უკრაინა მართლა რომ რეფორმირდეს? ეს პუტინის სისტემის დასასრული იქნება, სწორედ ამიტომ პუტინი ყველაფერსს გააკეთებს, რომ უკრაინის წარმატებული რეფორმა არ დაუშვას. მისთვის მთავარი დაპირისპირება სამხედრო არაა – ამაში მას ყოველთვის უპირატესობა ექნება, მაგრამ ამა თუ იმ წარმატებული რეფორმის შემთხვევაში არ იცის, როგორ მოიქცეს.”

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...