წალენჯიხელ ფერმერს თამაზ კვარაცხელიას წელს ვარდების მოსავალი მთლიანად გაუფუჭდა. ნაკიფუში მოყვანილი 2500 ძირი ვარდიდან პანდემიის გამო მას ერთი ცალი ვარდიც არ გაუყიდია და მისი გადაყრა მოუწია. სომხური და შავი ვარდის მოყვანა ფერმერმა 5 წლის წინ დაიწყო, როგორც “ოდიშინიუსს” უყვება, ეს მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ფერმერი დახმარებას ითხოვს, ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა, ჯერჯერობით არავინ დახმარებია.
თამაზ კვარაცხელია ერთადერთი ფერმერი არ არის, ვინც პანდემიის დროს იზარალა. მსგავსი პრობლემა შეექმნა ყველა ფერმეერს, ვისაც ვარდების ბიზნესი ქონდა.
“დაახლოებით 7000 ცალი ვარდი გამიფუჭდა და გადავყარე, მაღალი ვარდები მქონდა, ვერანაირად ვერ დამეხმარა მთავრობა, მხოლოდ 200 ლარიანი ვაუჩერი გეკუთვნისო მითხრეს და ეს არც არაფერს ნიშნავს, ძალიან ვიზარალე წელს, ფაქტიურად წამლები, მოვლა რაც ჭირდებოდა, ამის ხარჯიც კი ვერ დავფარე”- განაცხადა თამაზ კვარაცხელიამ.










