როგორ დააზარალეს გიორგი გახარიას მშობლებმა ,, სუფთა სახლი” პანდემიის პირობებში თავიანთი კვერცხებით, პურითა და რძის პროდუქტებით

0
642

ყველაზე მძიმე მომენტში იყო „სუფთა სახლი“, ჯერ მუშაობდა, არ იყო დაკეტილი, შემდეგ მძიმე მომენტში მოხდა ეს და რატომ – ადამიანს მარტივად შეუძლია სასურსათო მაღაზიებში იყიდოს ყველაფერი, რაც სუფთა სახლშია- მაგალითად, ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან, ელემენტარული პური იყიდონ, კვერცხი ან რძის პროდუქტი, მარტივად შეუძლიათ იყიდონს ,„სუფთა სახლის“ ნომენკლატურა იყიდონ ყველა იმ დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში.,, –

ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პარლამენტში,სერგი კაპანაძის კითხვას სუფთა სახლის დროებით დახურვაზე და იმაზე დათვალა თუ არა მთავრობამ იმ კომპანიების ზიანი, რომელიც დახურეს მაშინ, როცა მათ კონკურენტებს მუშაობის უფლება მისცეს. ( სხვა საკითხია, რამდენად გულწრფელია გახარია, როცა ამბობს, რომ პანდემიის პირობებში მისი მშობლები თავად დადიან საყიდლებზე მაღაზიებში, მსგავსი რამ მაღალი ნომენკლატურის ტრადიციებში ჩვენში არარის დამკვიდრებული)

,,ისეთი კამპანია აიწია ამ სუფთა სახლზე, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა… სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, – მე რატომ უნდა დავთვალო სუფთა სახლის ზიანი? სუფთა სახლს დამფუძნებლები ჰყავს, დირექტორი ჰყავს და ფინანსური დირექტორიც ჰყავს. იმათმა დათვალონ და თუ უნდათ, მერე მიჩივლონ კიდევ…

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამპანია გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

.მისი თქმით, „სუფთა სახლი“ დაიხურა ორი კვირით, მობილობის შემცირების მიზნით და სხვა არაფრის გამო. როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა, 50 ქეისი იყო, 50-მდე მივედით. რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემისა და მენეჯმენტის, პროცესების მართვის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ვერ წავიდოდით. ამიტომ წავედით მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ტრანსპორტი, სკოლა და კიდევ ბევრი რაღაც.

„ადამიანებმა ეს ყველაფერი გაიგეს. მე არ ვამბობ, რომ იდეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რაღაც ხარვეზები არ იყო, შეიძლება იყო, მაგრამ ეს „სუფთა სახლი“ აქციეთ რაღაც დროშად, აფრიალებთ ამ დროშას უკვე ერთი თვეა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წინა სტატიასაცხენოსნო კლუბი „ხარება“ პანდემიის გამო დოღებში მონაწილეობას ვერ ახერხებს[Video]
შემდეგი სტატიარა აწუხებს ხელისუფლებას – დევნილების ბედი თუ იმ დეველოპერებისა, რომლებთანაც ჯიგრულად არის დაკავშირებული?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური