მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა იმნაძე წესებზე, რომელიც რესტორნებში უნდა იქნას დაცული: ,,გაკონტროლდება, მოინიშნება ადგილები,...

პაატა იმნაძე წესებზე, რომელიც რესტორნებში უნდა იქნას დაცული: ,,გაკონტროლდება, მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები განთავსდება”

Published on

პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში.

ამასზთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ლაპარაკობს წესებზე, რომელიც რესტორნებში უნდა იქნას დაცული

,,შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მონიშნოს ადგილები. როგორც იყო მონიშნული ეკლესიების ეზოებში, სადაც უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგან შეუძლია გააკონტროლოს. ნორმების დაცვით იქნება გაკეთებული.

როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში. ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი. ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება. ვთქვათ, რომელ რესტორანს რამდენი ადამიანის მიღება შეეძლება და რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება ტერიტორიაზე – განმარტავს პაატა იმნაძე

სიახლეები

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...