მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავა, არ გავიდეს - ესეც...

ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავა, არ გავიდეს – ესეც არ არის დიდი პრობლემა

Published on

თუ არ გავა არგავიდეს- ეს არ არის დიდიპრობლემა, არც მეტი არც ნაკლები, ეს განცხადება გააკეთა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგოც ჩანს ხელისუფლება ამზადებს ბიადაგს , რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს და ამ ზარს შეაგუოს ამომრჩეველი.

,,თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი. 

ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, აქ არის ორი ვარიანტი – ერთი, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს, მაღალი ალბათობით, გავა და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა და შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, თუ არ შეიცვლება, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას – ახალი სისტემით თუ ჰქონდათ ცოტა უფრო მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი, ძველი სისტემით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ეს ორი პარტია წარმოდგენილი პარლამენტში, რაც, შეიძლება, ცუდი არ იყოს.” – ამბობს ირაკლი კობახიძე

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...