“ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ” – გახარია კრიტიკის ქარცეცხლში…

0
560

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე მოქმედ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს: “ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ… ” (ციტატა რობერტ ბერნსის ლექსიდან).

ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ დარბაზიდან გასვლამდე პრემიერი ოპოზიციას ისევ მასკარადის დადგმაში დაადანაშაულებს.

“სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი? თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარეს, აუცილებლად გაახსენდება ბერნსის ლექსიდან ფრაზა: “ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ ამ ძნელბედობის ჟამს” – ძნელბედობის ჟამია ახლა და თქვენი წერტილები ვერაფერსი დაეხმარება მოსახლეობას, – თქვა ნატო ჩხეიძემ.

,,პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთიმა ლიდერიმა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული, რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით.”არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა”- თქვა დეპუტატმა.

,,”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს რამდენჯერმე იცრუა.
დეპუტატის თქმით, ტყუილია რომ არც ერთ ადამიანს არ დაუტოვებია საკარანტინო სივრცე სწრაფი ტესტის ჩატარების გარეშე.მან შეახსენა პრემიერს, რომ ბათუმში ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი იხვეწებოდა ტესტი ჩამიტარეთ ისე არ გამიშვათო, მაგრამ ამაოდ და, სანამ ნაცნობი არ ჩარია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან, ამაზე უარი უთხრეს, ტესტის ჩატარების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა.

თუ შეიძლება რომ მითხრათ, მე მესმის, რომ როცა ტესტების ჩამოსვლას ელოდებით, მაშინ საჭირო იყო, როცა აღმოჩნდა პრობლემა, მერე აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულება ერთი კონკრეტული საკითხისადმი – რა მოხდა ამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით? საერთოდ გამოიკვლიეთ, გამოიძიეთ? ვინმეზე რამე პასუხისმგებლობის ფორმა იქნა თუ არა გამოყენებული? ეს ხელშეკრულებები რომ ჯერ ზარზეიმით მოგვაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა და გვახარა, რომ ძალიან დიდხანს ფიქრის და ბჭობის შემდეგ რომ შეირჩა პარტნიორი და მერე რომ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ვარგობა ეს ტესტები, საერთოდ რამე რეაგირება იყო ამაზე? გასაგებია, რომ შეიძლება საჯაროდ ასე არ თქვით, მაგრამ ის კონკრეტული კომპანია, ის კონკრეტული თანამშრომელი, პასუხისმგებელი პირი… რამენაირად ვართ დაზღვეულები, რომ სხვა დროსაც, სხვა შემთხვევაშიც ანალოგიურ “გაუგებრობასთან” არ გვექნება კავშირი?” – მიმართა გოგორიშვილმა გახარიას

“ჩემი კითხვა ეხება მოსახლეობის დანაზოგს, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის დაგროვილი მთავრობის საპენსიო ფონდში და დღვანდელი ძალიან მძიმე ვითარების მიუხედავად, თქვენ არცერთ გამოსვლაში არ გიხსენებიათ განიხილება თუ არა აღნიშნული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნება მიმართა გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ – 2019 წლიდან მოყოლებული, გადასახადის სახით, თქვენ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს და ასევე მათ დამსაქმებლებს, იძულების წესით, ართმევთ თანხას და აგროვებინებთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი. ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით მოსახლეობას ეს ფული უკვე გაუუფასურდა. მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ახლა არის 300 დოლარი. მაგრამ ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ?”- განაცხადა ოთო კახიძემ

წინა სტატია,,დარჩი სახლში”ისე დასრულდა, რომ დევნილები, რომელთაც სახლი არა აქვთ, არ გახსენებიათ და, თუ ახლა გაახსენდათ, ისიც სამშენებლო სექტორის პირდაპირი მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიაავარია ბათუმში – გარდაცვლილია ახალგაზრდა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური